კალენდარი
თებერვალი 2018
« იან   მარ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: თებერვალი 2018

საგნობრივი პროექტი „ჯაზის ისტორია“

22 თებერვალს, მუსიკის მასწავლებელმა მე-7 გ კლასში განახორციელა პროექტ „ჯაზის ისტორიის“ ბოლო შეხვედრა. პროექტი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით უამრავი ინფორმაცია მოიძიეს ჯაზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, ასევე გაეცნენ მსოფლიოში ცნობილ ჯაზმენების ბიოგრაფიებს და მათ რეპერტუარს. შეისწავლეს ლუის… სრულად »

გასვლითი გაკვეთილი „სახელობითი ვარსკვლავი“

26 თებერვალს მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ მე-6ა კლასის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში წაიყვანა ს. ახმეტელის სახელობის თეატრში. მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია თეატრის დაარსებისა და მასში მოღვაწე რეჟისორების შესახებ, ასევე გაიხსენა  საინტერესო ისტორიები სანდრო ახმეტელის პირადი ცხოვრებიდან. გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო,… სრულად »

საგნობრივი პროექტი „გიორგი ლეონიძე“

2018 წლის 26 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მე-6ა და მე-6ბ კლასებში ჩაატარა პროექტი, თემაზე: „გიორგი ლეონიძე“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის ბიოგრაფია და ინფორმაცია მისი შემოქმედების შესახებ.  დაამზადეს კედლის გაზეთები, სლაიდ შოუ და წაიკითხეს პოეტის ლექსები.  

პროექტი ბულინგისა და რასიზმის თემაზე

26 თებერვალს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნ. ნიპარიშვილმა მე-10ა კლასში განახორციელა პროექტი, თემაზე: „ბულინგი“ და „რასიზმი“. მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს და წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული ისტორიები რეფერატების, კედლის გაზეთებისა და სლაიდ შოუს სახით.

ღია კლასის საათი „Маслиница“

22 თებერვალს მე-8ა კლასში ჩატარდა ღია კლასის საათი, შემდეგ თემებზე: „Маслиница“ და „ვალენტინობა“. კლასის საათზე ბავშვებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული რეფერატები, კედლის გაზეთები და სლაიდ შოუ. ღია კლასის საათი ჩაატარა კლასის დამრიგებელმა ნ. ნიფარიშვილმა.

ტრენინგი ბულინგის თემაზე

26 თებერვალს შედგა ინტერაქტიული შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან თემაზე: ბულინგის პრევენცია. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ძალადობრივი ქცევის გამომწვევი მიზეზები, ბულინგის შესახებ გავრცელებული მითები, აღიარების ბარიერები, ბულინგის მახასიათებლები, ბულინგის შედეგები, რატომ ავლენს მოზარდი თანატოლის მიმართ აგრესიას, როგორ ამოვიცნოთ აგრესორი და გადარჩენილი,… სრულად »