25 იანვარს ისტორიის პედაგოგმა ეკატერინე ანჯაფარიძემ მე-6 გ კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია, თემაზე: „ბაგრატ მესამის დროს აგებული არქიტექტურული ძეგლები“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, მის ეპოქაში აგებული კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ და მის მნიშვნელობაზე მსოფლიო ისტორიაში.

ბავშვებმა დაამზადეს და წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული კედლის გაზეთები და რეფერატები.