კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: დეკემბერი 2017

საკლასო ღონისძიება „ყველაზე ჭკვიანი“

22.12.2017 წ.  მე-11 ა კლასის დამრიგებელმა ეთერ დოგუზოვმა ჩაატარა საკლასო ღონისძება „ყველაზე ჭკვიანი“ და  „რა? სად? როდის?“. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად,  აირჩიეს გუნდის კაპიტნები, შეეჯიბრნენ ერთმანეთს  სხვადასხვა აქტივობებში: დაამზადეს ემბლემები, მოიფიქრეს დევიზები, გამართეს კაპიტნების კონკურსი „ყველაზე საზრიანი“ და სხვა.

ვიქტორინა „Горе от ума“

22 დეკემბერს რუსული ენის მასწავლებელმა ნინა ლიხაჩევამ მე-9 ა კლასში ჩაატარა ვიქტორინა (გრიბოედოვის ნაწარმოების „Горе от ума“ – ს მიხედვით). კლასი დაყოფილი იყო 2 ჯგუფად. თითოეულმა გუნდმა შექმა ემბლემა, მოამზადა დევიზი და მისალმება. ბავშვებმა დადგეს სცენები, გადაინაწილეს როლები და გააცოცხლეს… სრულად »

„ახალი წლის ჯადოსნური ღამე“

2017 წლის 26 დეკემბერს II ა კლასის ხელმძღვანელმა მაკა კაციტაძემ  ჩაატარა ღონისძიება  „ახალი წლის ჯადოსნური ღამე“. II ა კლასის მოსწავლეები 26 დეკემბერს საახალწლო განწყობით მოვიდნენ სკოლაში და საუკეთესო წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. მათ დამრიგებელთან ერთად საინტერესო საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეებმა გაინაწილეს პასუხისმგებლობა, წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, მოიძიეს ინფორმაცია… სრულად »

მე-6 დ კლასი ექსპერიმენტარიუმში

25.12.2017 დამრიგებელმა ე. ვარდოსანიძემ 6დ კლასი წაიყვანა ექსპერიმენტარიუმში. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო რამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სახალისო აღმოჩნდა მათთვის ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება.

საახალწლო ზეიმი

22 დეკემბერს 6/გ კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ლანა ალადაშვილთან ერთად მოაწყვეს საახალწლო ზეიმი. წარმოადგინეს საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციები. შეასრულეს საახალწლო სიმღერები, ქართული და სამეჯლისო ცეკვები. შექმნეს საახალწლო განწყობა და ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

საახალწლო კარნავალი

4/ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ფ. თედიაშვილის დახმარებით 20 დეკემბერს აღნიშნეს მოახლოებული ახალი 2018 წელი. მათ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. დადგეს მცირე სპექტაკლები სულხან-საბას იგავების მიხედვით, იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს საახალწლო ლექსები, შეასრულეს საშობაო სიმღერა და საახალწლო მუსიკა ქსილაფონზე.