კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: დეკემბერი 2017

“წიგნების თარო”

ამა წლის 22 დეკემბერს მე-5 ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. გაბუნიამ ჩაატარა შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება “წიგნების თარო”. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის სურვილის გაღვივება, წიგნის პოპულარიზაცია და იმ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, რომლებიც “არ მეგობრობენ წიგნთან”. გუნდის წევრებმა ,… სრულად »

“საშობაო საჩუქარი”

1ა კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა ჩაატარეს საახალწლო ზეიმი „საშობაო საჩუქარი“. ზეიმზე ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს მინი სცენები ზღაპრებიდან. თოვლის ბაბუამ მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის გადასცა სიგელები და საჩუქრები. მოწვეული სტუმრები და ბავშვები დიდი სიხარულით შეხვდნენ საშობაო ღონისძიებას.

საორკესტრო სკოლაში

7 დეკემბერს მუსიკის მასწავლებელმა ს. სიმონიანმა მე-3ა და მე-3 ბ კლასის მოსწავლეები წაიყვანა საორკესტრო სკოლაში. ბავშვებმა დაათვალიერეს კლასიკური მუსიკალური საკრავები, მოისმინეს მათი ჟღერადობა. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, წარმოსახვის უნარის განვითარებას, საზოგადოებაში ქცევის კულტურის, ურთიერთპატივისცემის შეძენას. ნანახმა მოსწავლეებში დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

პროექტი „ქართული, ხალხური, კლასისკური და თანამედროვე მუსიკა“

19 დეკემბერს  მუსიკის მასწავლებელმა ს. სიმონიანმა  განახორციელა პროექტი, თემაზე: „ქართული ხალხური, კლასისკური და თანამედროვე მუსიკა“. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს ინფორმაცია მუსიკალურ საკრავებზე. გამართეს დისკუსიები კონკრეტული საკითხების ირგვლივ. მოახდინეს სლაიდშოუს პრეზენტაცია (სლაიდშუ შეადგინეს ჩატარებული კითხვარის მიხედვით).

საახალწლო ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციები”

27 დეკემბერს IVა კლასის დამრიგებელმა თეა კობახიძემ ჩაატარა საახალწლო ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციები” მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო რიტუალისა და ტრადიციის შესახებ, რომელიც ახალი წლისა და შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა. იმღერეს საგალობლები და ხალხური სიმღერები, უპასუხეს საახალწლო თემებზე დასმულ შეკითხვებს, ამოიცნეს… სრულად »

პროექტი “გმირები”

ამა წლის 26 დეკემბერს ინგლისური ენის მასწავლებლის გ. ჭკადუას ხელმძღვანელობით მე-7 ბ კლასში ჩატარდა პროექტი, თემაზე: “გმირები”. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინეს კედლის გაზეთები, რეფერატები და სლაიდ შოუ. ისაუბრეს მათ მიერ აღქმულ გმირებზე, კინოდან, წიგნებიდან და რეალური ცხოვრებიდან.