კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: დეკემბერი 2017

შეჯიბრი ფრენბურთში

1  დეკემბერს ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა- ზ.პეტროსიანმა მე-11 ბ და მე-11 დ კლასებს შორის ჩაატარა შეჯიბრი ფრენბურთში. თამაში დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და გამარჯვების სურვილით ეპაექრებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდს. საბოლოოდ დიდი უპირატესობით დაწინაურდა მე-11 დ კლასი და ანგარიშით – 2:1 გაიმარჯვა.

გამოფენა “ოქროს შემოდგომა”

30 ნოემბერს ბუნების მასწავლებელმა ნ. დვალმა მე-3, მე-4 კლასებში მოაწყო გამოფენა “ოქროს შემოდგომა”. მონაწილეთა შორის შეირჩა საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. გამოფენაზე საუკეთესო ნახატი “შემოდგომა ჩემს სოფელში” და მისი ავტორი ანა კერესელიძე გამოავლინეს.

„ჩემი თვალით დანახული ზოოლოგიის მუზეუმი“

2017 წლის 1 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა  მაკა კაციტაძემ IIა კლასში მოაწყო გასვლითი გაკვეთილი – „ჩემი თვალით დანახული ზოოლოგიის მუზეუმი“. მოსწავლეები გაეცნობიან, შეიქმნიან ზოგად წარმოდგენას ცხოველთა ბიომრავალფეროვნებისა და მინერალების შესახებ. მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა და მოსწავლეთა… სრულად »

საკლასო ღონისძიება „მსოფლიოს რელიგიები“

30 ნოემბერს ისტორიის პედაგოგმა ე. ანჯაფარიძემ მე-7 გ კლასში ჩაატარა საკლასო ღონისძიება, თემაზე: „მსოფლიო რელიგიები“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, ისაუბრეს იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამისა და ბუდიზმის ჩამოყალიბება-გავრცელებაზე. მონოტოისტური რელიგიების უპირატესობაზე. დაამზადეს კედლის გაზეთები.