ამა წლის 22 დეკემბერს მე-5 ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. გაბუნიამ ჩაატარა შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება “წიგნების თარო”.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის სურვილის გაღვივება, წიგნის პოპულარიზაცია და იმ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, რომლებიც “არ მეგობრობენ წიგნთან”.

გუნდის წევრებმა , წაიკითხული ნაწარმოებების: ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწულისა და ჯეიმს გრინვუდის პატარა მასწანწალას მიხედვით ასოებისგან შეადგინეს სიტყვები. შეამოწმეს ერთმანეთი ტექსტის შინაარსის ცოდნაში, გამოიცნეს საიდუმლო კითხვები და გაშიფრეს კროსვორდი.