1ა კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა ჩაატარეს საახალწლო ზეიმი „საშობაო საჩუქარი“.

ზეიმზე ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს მინი სცენები ზღაპრებიდან.

თოვლის ბაბუამ მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის გადასცა სიგელები და საჩუქრები.

მოწვეული სტუმრები და ბავშვები დიდი სიხარულით შეხვდნენ საშობაო ღონისძიებას.