7 დეკემბერს მუსიკის მასწავლებელმა ს. სიმონიანმა მე-3ა და მე-3 ბ კლასის მოსწავლეები წაიყვანა საორკესტრო სკოლაში. ბავშვებმა დაათვალიერეს კლასიკური მუსიკალური საკრავები, მოისმინეს მათი ჟღერადობა.

ეს აქტივობა ხელს შეუწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, წარმოსახვის უნარის განვითარებას, საზოგადოებაში ქცევის კულტურის, ურთიერთპატივისცემის შეძენას.

ნანახმა მოსწავლეებში დიდი შთაბეჭდილება დატოვა.