Iბ კლასში (დამრიგებელი ნინო კეკელიძე) 28 დეკემბერს გაიმართა  საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ მშობლები, მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს, როგორც მზადების პროცესში, ასევე ღონისძიებაში. მშობლების ჩართულობა კარგი მაგალითია სკოლისა და თემის ურთიერთობისა. ბავშვები ხალისით ემზადებიდნენ, ასრულებდნენ ყოველ დავალებას, სწავლობდნენ თანამშრომლობას, განუვითარდათ შემოქმედებითი უნარები, ფანტაზია. ღონისძიების პროცესში ყველა იყო ჩართული და თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს.