27 დეკემბერს IVა კლასის დამრიგებელმა თეა კობახიძემ ჩაატარა საახალწლო ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციები” მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო რიტუალისა და ტრადიციის შესახებ, რომელიც ახალი წლისა და შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა. იმღერეს საგალობლები და ხალხური სიმღერები, უპასუხეს საახალწლო თემებზე დასმულ შეკითხვებს, ამოიცნეს სახალისოდ გადაკეთებული სხვადასხვა სურათები, რომლებზეც ცნობილი ადამიანები იყვნენ ასახულნი. ბოლოს გაიმართა ვიდეორგოლის პრეზენტაცია, სადაც თითოეული მოსწავლე ახალ წელს ულოცავს სრულიად საქართველოს!