უძველესი მაღალმხატვრულ ტრადიციისა და ლამაზად მკაფიოდ წერის ხელოვნების შესანარჩუნებლად დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. გაბუნიამ 22 დეკემბერს მე-4ბ კლასში ჩაატარა კონკურსი, სახელწოდებით: „ნორჩი კალიგრაფისტი“.

ბევრმა მოსწავლემ ზედმიწევნით დაიცვა ქართული ანბანის გრაფიკული მოხაზულობა და აჩვენა ინდივიდუალურობა. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები. მასწავლებელმა კი მოაწყო საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.