კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 26/12/2017

მე-6 დ კლასი ექსპერიმენტარიუმში

25.12.2017 დამრიგებელმა ე. ვარდოსანიძემ 6დ კლასი წაიყვანა ექსპერიმენტარიუმში. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო რამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სახალისო აღმოჩნდა მათთვის ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება.

საახალწლო ზეიმი

22 დეკემბერს 6/გ კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ლანა ალადაშვილთან ერთად მოაწყვეს საახალწლო ზეიმი. წარმოადგინეს საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციები. შეასრულეს საახალწლო სიმღერები, ქართული და სამეჯლისო ცეკვები. შექმნეს საახალწლო განწყობა და ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

საახალწლო კარნავალი

4/ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ფ. თედიაშვილის დახმარებით 20 დეკემბერს აღნიშნეს მოახლოებული ახალი 2018 წელი. მათ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. დადგეს მცირე სპექტაკლები სულხან-საბას იგავების მიხედვით, იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს საახალწლო ლექსები, შეასრულეს საშობაო სიმღერა და საახალწლო მუსიკა ქსილაფონზე.

პროექტი “შეწირულნი”

22 დეკემბერს მე-9გ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწ. ქ. რეხვიაშვილი) წარმოადგინეს პროექტი “შეწირულნი”. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ ქართული ეკლესიის ისტორიას მე-19 და მე-20 საუკუნეებში, გამოეკვლიათ რუსეთის დანაშაულებრივი ქმედება ქართული ეკლესიისა და საზოგადოებრივი ყოფის წინააღმდეგ, ისტორიული კონტექსტის გავლენა… სრულად »

კონკურსი “ჩემი ხელნაკეთი წიგნი”

14 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა მე-6 ა და მე-6 ბ კლასებში ჩაატარა კონკურსი: : ჩემი ხელნაკეთი წიგნი”. კონკურსის მიზანი იყო წერითი კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხელნაწერი და საინტერესოდ ილუსტრირებული წიგნები.

კონფერენცია “წიგნი დაუწერელი”

22 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა მე-6 ა და მე-6 ბ კლასებში ჩაატარა კონფერენცია, თემაზე: “შოთა რუსთაველი და ვეფხის ტყაოსანი”. ქართველთათვის მეორე სახარებად წოდებულ “ვეფხისტყაოსანის” სწავლებას ოდითგანვე უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოსწავლეთა სულიერი ფორმირების თვალსაზრისით. “ვეფხისტყაოსანი” ქართველთათვის… სრულად »