კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 25/12/2017

მწვანე გაკვეთილი

2017 წლის 3 დეკემბერს მე-6 ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მ. ჭეიშვილთან ერთად ესტუმრნენ ყვავილების ბაღს “გარდენიას”. ბავშვებს ჩაუტარდათ მწვანე გაკვეთილი. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოირგეს მებაღის როლი და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები მათ მიერ მოხატულ ქოთნებში. ისინი გაეცნენ მცენარეთა მოვლის წესებს.

პროექტი „მსოფლიო კუპიურა“

ელენა ტუმასიანმა მე-11 ა კლასში ჩაატარა პროექტი, თემაზე:  “მსოფლიოს კუპიურა” (ნომინალური ღირებულება, რომელიც აღინიშნება ქაღალდის ფულზე, ბანკნოტზე, ობლიგაციასა და სხვა ფასიან ქაღალდზე). ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ფულის შექმნისა და მისი მნიშვნელობის შესახებ კაცობრიობის ისტორიაში, თუ როგორ მიმდინარეობდა მისი განვითარება დროის მიხედვით,… სრულად »

ლიტერატურული საღამო

22 დეკემბერს მე-7ა კლასში მანანა შატრავამ ჩაატარა ლიტერატურული საღამო. საღამოზე ბავშვები გაეცნენ ბევრ საინტერესო პოეტს, მათ შემოქმედებასა და ბიოგრაფიას. წაიკითხეს ლექსებიც.

ვიქტორინა “რა?, სად?, როდის?”

22 დეკემბერს ეთერი დოგუზოვმა ჩაატარა ვიქტორინა 11ა კლასში სახელწოდებით “რა?სად?როდის?” ბავშვები დაიყვნენ ჯგუფებად და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხების სწრაფად გაცემაში.

პროექტი „ნიკოლა ტესლა“

9ა კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ლუდმილა უშანგიშვილმა ჩაატარა პროექტი, სახელწოდებით:  “ნიკოლა ტესლა”. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მეცნიერზე,  გაიგეს, რომ იგი გახდა ფართოდ ცნობილი თავისი მეცნიერულ – რევულუციონური წვლილის შენატნით ელექტროობასა და მაგნიტიზმის დარგში. ბავშვებმა გამოავლინეს ელექტროობის საფუძვლების ცოდნა. დაამზადეს კედლის გაზეთები.

პროექტი „გადაშენების საფრთხეში მყოფი ცხოველები“ (“Endangered Animals”)

22 დეკემბერს ინგლისური ენისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა,  ქ. ხუდაბაშევამ და ნ. ვიალოვამ მე-6 ა კლასში  ჩაატარეს თანამშრომლობითი პროექტი, თემაზე: „გადაშენების საფრთხეში  მყოფი ცხოველები“ (“Endangered Animals”). მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, დაამზადეს კედლის გაზეთები, სლაიდ შოუ და მოახდინეს მათი პრეზენტაცია.