კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 20/12/2017

პროექტი “საქართველოს მგოსნები”

18 დეკემბერს მე-6 დ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. გაბუნიამ ჩაატარა პროექტი, თემაზე: “საქართველოს მგოსნები”. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ახალგაზრდა ქართველი პოეტების: მ. გელოვანის, ლ. ასათიანის, ა. საჯაიას, ტ. გრანელის შესახებ. მოამზადეს სლაიდშოუ, კედლის გაზეთი და პრეზენტაციის დროს სრულყოფილად ისაუბრეს პოეტების შემოქმედებაზე.

პროექტი “მათემატიკოსები”

19 დეკემბერს 6 გ კლასში, მათემატიკის მასწავლებლის ლანა ალადაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით: “მათემატიკოსები”. ბავშვებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია გამოჩენილი მათემატიკოსების შესახებ. გააკეთეს კედლის გაზეთები, წარმოადგინეს რეფერატები, შექმნეს სლაიდ_შოუ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მათემატიკოსების შესახებ და გაეცნენ მათ მიღწევებსა და წვლილს მათემატიკის დარგში.