კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე   იან »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 11/12/2017

საკლასო დისკუსია “იავნანამ რა ჰქმნა”

1 დეკემბერს ქართული ენის მასწავლებელმა მ. გაბუნიამ მე-5 ა კლასში გამართა საკლასო დიკუსია, თემაზე: “იავნანამ რა ჰქმნა”. სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ტექსტის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმიც “იავნანამ რა ჰქმნა”, ამასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. ბავშვებმა დეტალურად განიხილეს წიგნსა და ფილმში არსებული… სრულად »

ღია გაკვეთილი – “გეომეტრიული ფიგურები”

მათემატიკის მასწავლებელმა ინგა გოგიჩაშვილმა 8 დეკემბერს 1-გ კლასში ჩაატარა შემოქმედებითი ღია გაკვეთილი, თემაზე: “გეომეტრიული ფიგურები”. პატარებმა სხვადასხვა ფიგურებით შეადგინეს საინტერესო და ლამაზი კომპოზიციები. გამოავლინეს ერთობლივი და შემოქმედებითი მუშაობისთვის საჭირო უნარები.

საგნობრივი პროექტი “ატრიბუტიკა და სიმბოლიკა”

6 დეკემბერს გეოგრაფიის მასწავლებელმა ელენე ტუმასიანმა მე-8 ა კლასში განახორციელა პროექტრი, თემაზე: “ატრიბუტიკა და სიმბოლიკა”. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნების სიმბოლოებს: დროშებს, გერბებს და ჰიმნებს. უკეთ შეესწავლათ თითოეულის შედგენილობა, შეედარებინათ ერთმანეთისთვის და ემსჯელათ მათ მსგავსება-განსხვავებაზე.

ზღაპრის სამყაროში

9 დეკემბერს პირველი კლასის მოსწავლეები  დამრიგებელ ნინო კეკელიძესთან და  მშობლებთან ერთად,  ახმეტელის თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს “პინოქიო”, 11 დეკემბერს კი მოეწყო სპექტაკლის ხანხილვა-გაანალიზება. მათ გამართეს დისკუსია.

სამყარო ბულინგის გარეშე

6 დეკემბერს მე-7 გ კლასის დამრიგებელმა ეკა ყურაშვილმა  ჩაატარა დებატები – “სამყარო ბულინგის გარეშე”. დამრიგებელმა მოსწავლეებს 29 იანვარს  ბულინგის თემაზე აჩვენა რამდენიმე ფილმი. მასალის ღრმად შესწავლისა და საერთაშორისო კონვენციების გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა გამოთქვეს პოზიციები, იმსჯელეს  და გამოიტანეს  დასკვნები.

ლიტერატურული ღონისძიება “ჩემი საქართველო და ესეების სამყარო”

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკა ყურაშვილმა მე-7 გ კლასში ჩაატარა ლიტერატურული ღონისძიება “ჩემი საქართველო და ესეების სამყარო”. მოსწავლეებმა, “მრგვალი მაგიდის” ირგვლივ, არგუმენტირებული მსჯელობით გაამყარეს პოზიციები. ბოლოს კი სამშობლოსადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს.