5 დეკემბერს, მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ, VIIIბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი ,,მუსიკის ძიება მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში”

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები რიგრიგობით ისმენდნენ მუსიკალურ კომპოზიციებს სხვადასხვა ჟანრიდან ( კლასიკა, რეპი, რეგი, მძიმე მეტალი, როკი, როკ ენ როლი, პოპი, ჰიმნები) და ინტერნეტში იძიებდნენ იმ სურათსა და ნახატს, რომელიც სინთეზური იყო მოსმენილთან, მაგალითად: თემატურად, ასოციაციურად, საკუთარი წარმოსახვით და ა.შ.

გაკვეთილის მიზანი იყო, მუსიკის აღქმისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების ერთმანეთთან დაკავშირება.