2017 წლის 5 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ Iკლასში ჩაატარა პროექტი თემაზე: „ ჩვენ ვსწავლობთ ანდაზებს“

პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებს შეუყვარდეთ ანდაზები და შეძლონ მათი ცხოვრებაში გამოყენება. ანდაზაში ჩანს ადამიანის სიბრძნე, რჩევა, ქცევის წესები. ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის საინტერესო და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიცაა.

პროექტის მიზანია ქართული ანდაზების შესწავლა და გამოყენება საჭიროებისამებრ, ასევე განუვითარდებათ ანალიზის, სინთეზის, შეფასებისა და კვლევის უნარი.

მოსწავლეებს დაევალათ პროექტის მსვლელობის დროს მასწავლებლის მიერ ყველა  ახალ ასოებზე შესწავლილი ანდაზები გაეხსენებინათ და წარმოეჩინათ კლასის წინაშე.

მოსწავლეები ყოველთვის გაკვეთილის თემის შესაბამისად იხსენებენ ანდაზებს, უსადაგებენ თემას, მსჯელობენ ანდაზის შინაარსზე, გამოაქვთ დასკვნები, თვითონაც ქმნიან ანდაზის შესაბამის ტექსტებს.

სისტემატურად მიმდინარეობს Iკლასში ანდაზებზე მუშაობა. მოსწავლეებს შეჯიბრზე ურიგდებათ დაუსრულებელი ანდაზები, რომლებიც უნდა დაასრულონ და განმარტონ საკუთარი სიტყვებით.

დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო. ამასთანავე სახალისოც. საოცრად ლამაზი და საინტერესო პროექტი შედგა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს, აზროვნებდნენ და მსჯელობდნენ.

ჩემო პატარებო!

ბედნიერების და აუცილებლად მხოლოდ ბედნიერების მომტანია თქვენგან მომდინარე უსაზღვრო ენერგეტიკა. დაუშრეტელი ბავშვური ფანტაზია. ნდობითა და სიყვარულით სავსე ფართოდ გახელილი თვალების მზერა…

გმადლობ უფალო, რომ მაპოვნინე ამ ყველაზე წმინდა და ყველაზე სათუთი პატარა ადამიანების გულისკენ მიმავალი გზა.

ჩემო კარგებო, მარტო თქვენ კი არ სწავლობთ ჩემგან საგანსა თუ ყოველგვარ ადამიანურ კეთილ საწყისებს, არამედ, მერწმუნეთ, მეც თქვენგან ვსწავლობ ბევრს, ძალიან ბევრს… თქვენთან ურთიერთობა მმატებს ენერგიას, მიხალისებს სულს, თქვენი წყალობით ყოველდღიურად ვუბრუნდები ყველაზე გამორჩეულ ასაკს ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ბავშვობა ჰქვია სახელად.

გმადლობთ, ჩემო პატარებო, რომ თქვენ ბავშვურ სამყაროში მამყოფებთ. ღმერთი გამაძლიერებს, რომ გავცე სიყვარული თქვენი ბავშვური, ყველაზე წმინდა სიყვარულის საპასუხოდ.