15 ნოემბერს, IVა კლასის დამრიგებელმა, თეა კობახიძემ თავისი მოსწავლეები წაიყვანა გარდენიას ბაღში.
ბავშვებმა ფლორის უამრავი სახეობა დაათვალიერეს. დაესწრნენ ,,მწვანე გაკვეთილს“ მოხატეს თიხის ქოთნები და დარგეს ყვავილები.
ასევე მოისმინეს მცენარეების მოვლის ინსტრუქციები. დასვეს მასთთვის საინტერესო კითხვები. მოინახულეს ბაღის ,,ჯადოსნური აუზი’’ და ჩაიფიქრეს სურვილები.