კალენდარი
დეკემბერი 2017
« ნოე    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 04/12/2017

„The Red Riding Hood“

4 დეკემბერს ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ. ხუდაბაშევამ მე-4 ა კლასში დადგა სპექტაკლი „The Red Riding Hood“. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები, მოირგეს თითოეული გმირის როლი და წარმოგვიდგინეს სპექტაკლი ინგლისურ ენაზე.

შეჯიბრი ფრენბურთში

1  დეკემბერს ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა- ზ.პეტროსიანმა მე-11 ბ და მე-11 დ კლასებს შორის ჩაატარა შეჯიბრი ფრენბურთში. თამაში დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და გამარჯვების სურვილით ეპაექრებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდს. საბოლოოდ დიდი უპირატესობით დაწინაურდა მე-11 დ კლასი და ანგარიშით – 2:1 გაიმარჯვა.

გამოფენა “ოქროს შემოდგომა”

30 ნოემბერს ბუნების მასწავლებელმა ნ. დვალმა მე-3, მე-4 კლასებში მოაწყო გამოფენა “ოქროს შემოდგომა”. მონაწილეთა შორის შეირჩა საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. გამოფენაზე საუკეთესო ნახატი “შემოდგომა ჩემს სოფელში” და მისი ავტორი ანა კერესელიძე გამოავლინეს.