30 ნოემბერს მათემატიკის მასწავლებელმა მ. არუთუნიანმა მე-4 კლასში ჩაატარა საგნობრივი გაკვეთილი, თემაზე: „მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება“.

მასწავლებელმა ბავშვებს აჩვენა ფილმი კოსმოსის შესახებ და გააკეთა პრეზენტაცია კოსმონავტებსა და პლანეტებზე.

მოსწავლეებმა შეასრულეს მიცემული დავალებები: მათ უნდა ამოეხსნათ ამოცანები. გამოთვალეს წელიწადის ხანგრძლივობა სხვადასხვა პლანეტაზე. გაიგეს რამდენით მეტია მანძილი მზიდან მთვარემდე ზაფხულში ზამთართან შედარებით. რა რაოდენობის მეტეორი და მეტეორიტი ცვივა დედამიწაზე ერთ დღე – ღამეში.

ბავშვებმა გააკეთეს პრეზენტაცია პლანეტების შესახებაც.