კალენდარი
ნოემბერი 2017
« ოქტ   დეკ »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 27/11/2017

ერთობლივი შემაჯამებელი გაკვეთილი

24 ნოემბერს მე-6 ა კლასში მათემატიკისა და ქართული ენის მასწავლებლებმა ი. გოგიჩაშვილმა და მ. ჭეიშვილმა ჩაატარეს ერთობლივი გაკვეთილი, სადაც მოახდინეს განვლილი მასალის შეჯამება. მასწავლებლებმა გამოიყენეს სააზროვნო ამოცანები და ბარათები. მოსწავლეებმა ჯგუფებში შეასრულეს სავარჯიშოები, გამოავლინეს სათანადო ცოდნა და საჭირო უნარები

საგნობრივი პროექტი „ქვეყნები, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ“

21 და 22 ნოემბერს რუსული ენის მასწავლებელმა გ. დემენტიევამ მე-10ბ და მე-10გ კლასებში ჩაატარა საგნობრივი პროექტი, თემაზე: „ქვეყნები, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ“. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობებს, ამოირჩიეს მათთვის მეტად საინტერესო სახელმწიფო და მოამზადეს მათ შესახებ პრეზენტაციები. ბავშვებმა გამოავლინეს რუსული ენის… სრულად »

საგნობრივი პროექტი „The ART”

2017  წლის 22  ნოემბერს ინგლისური ენის  მასწავლებელმა ვიქტორია მოშენსკაიამ  მე-7 ა კლასში განახორციელა  საგნობრივი პროექტი, თემაზე: „The ART”. მოსწავლეები დაიყვნენ 6 ჯგუფად.  თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაცია ზემოთ მოცემულ თემასთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე. მათ მოიძიეს ინფორმაცია ხელოვნების სხვადასხვა სახეობების შესახებ. დაწერეს  რეფერატები, გააკეთეს  კედლის გაზეთები და სლაიდ შოუ. პროექტის ბოლოს მასწავლებელმა შეაფასა თითოეული ჯგუფის მუშაობა.

საგნობრივი პროექტი „მანძილი“

24 ნოემბერს მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებლის ფ. თედიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს კვლევითი დავალება-პროექტი: „მანძილი“. მოსწავლეებმა თავად ან უფროსის მცირე დახმარებით გაზომეს მანძილები საკუთარი სახლიდან წინასწარ შერჩეულ პუნქტებამდე და მონაცემები ასახეს ცხრილში; დაადგინეს უახლოესი და ყველაზე შორს მდებარე პუნქტები ცხრილის მიხედვით;… სრულად »

ვიქტორინა ისტორიაში

24 ნოემბერს ისტორიის მასწავლებელმა ეთერ დოგუზოვმა მე-11 აკლასში ჩაატარა ვიქტორინა, თემაზე: „საბერძნეთისა და რომის იმპერია“ ძველი წელთაღრიცხვით. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად. თითოეულმა გუნდმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მოძიებული ინფორმაცია და შემდეგ შეეჯიბრნენ, დაუსვეს კითხვები და გამოსცადეს ერთმანეთი ნასწავლი მასალის უკეთ ცოდნაში. ვიქტორინის… სრულად »