კალენდარი
ოქტომბერი 2017
« სექ   ნოე »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: ოქტომბერი 2017

დისკუსია „მოძღვარი“

2017 წლის 3 ოქტომბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა მე-6ა;ბ კლასებში ჩაატარა დისკუსია, თემაზე: „მოძღვარი“ ი. ჭავჭავაძის გლახის ნაამბობის მიხედვით. დისკუსიის მიზანი იყო ანალიტიკურ – კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მოსწავლეებმა დისკუსიის გამართვამდე ნახეს ფილმი „გლახის… სრულად »

პროექტი თემაზე : „ხელის ჩუქურთმა“

2017 წლის 27 ოქტომბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ V ბ კლასში ჩაატარა პროექტი,  თემაზე : „ხელის ჩუქურთმა“ ხელით წერის კულტურის განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის თვალსაზრისით საქართველოში არსებულმა პრობლემამ გადაგვაწყვეტინა „გაგვეხორციელებინა აღნიშნული პროექტი და მოპოვებული ინფორმაციები, გადაღებული… სრულად »

დავით გურამიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო

2017 წლის 30 ოქტომბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკატერინე ვარდოსანიძემ მე-7დ და მე-7ე კლასებში ჩაატარა დავით გურამიშვილის შემოქმედებისადმი  მიძღვნილი საღამო. მოსწავლეებმა ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მოამზადეს პრეზენტაცია და კედლის გაზეთები, წაიკითხეს პოეტის შემოქმედებიდან ამონარიდები.

საგნობრივი ღონისძიება მე-3 ბ კლასში

27 ოქტომბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნ. სამანიშვილმა ჩაატარა ი. გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი საგნობრივი გაკვეთილი. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს სხვადასხვა თემებზე შექმნილი რეფერატები. გამართეს განხილვა – დისკუსია მოსმენილ თემებზე, რათა უკეთ გაეცნოთ ბრძენკაცის შემოქმედება.

კლასთა შორის შეჯიბრი ფრენბურთში

26 ოქტომბერს ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა ზ. პეტროსიანმა მე-9ბ და მე-9დ კლასის მოსწავლეებს შორის გამართა შეჯიბრი ფრენბურთში. ასპარეზობა დაძაბულ რეჟიმში მხიარულად წარიმართა. ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით ეპაექრებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდს. ამ შეჯიბრში გამარჯვებული გახდა მე-9 დ კლასი, რომელიც დაწინაურდა ანგარიშით 2: 0.

„თბილისობა“ III/ა კლასში

ამბობენ,  წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო. მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა.  წელიწადის დროების გადახასიათებისას შემოდგომა თავს იწონებს: თბილი ფერებით, ფოთოლცვენით, ბუნების გაფერადებით, ხვავითა და ბარაქით. ამ წითელ-ყვითელ, ოდნავ მწვანე ფერებს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ოქროქარგული შემოდგომის „თბილისობა“. „თბილისობის“ სურნელმა და… სრულად »