23 მაისს, გეოგრაფიის მასწავლებელმა ი.რამიშვილმა  VIII   კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია თემაზე: „გზები, ხიდები და გვირაბები“ .

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს შეესწავლათ, როგორ ვითარდებოდა მიმოსვლის გზები უძველესი დროიდან თანამედროვე ინჟინერიის უახლეს მიღწევებამდე.

თემის დამუშავებისას მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს რეფერატების სახით, სადაც კარგად ჰქონდათ გაანალიზებული, რომ სარტანსპორტო მაგისტრალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ცალკეული ქვეყნის, ისე მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ასევე მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.