2 ივნისს გეოგრაფიის მასწავლებელმა ი.რამიშვილმა VII  კლასში ჩაატარა საგნობრივი ღონისძიება, თემაზე: „ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემები“ .

მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით მოიძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს რეფერატების სახით, ისაუბრეს ატმოსფეროს მნიშვნელობაზე. თანამედროვე პერიოდში გააქტიურებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისათვის.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, შეფასებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.