9 ივნისს ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებმა ი. კახაძემ და ს. სიმონიანმა მე-6 ა კლასში ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება, თემაზე: “სკოლავ, ყოველთვის ჩემს გულში ხარ“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.

ბავშვები დაემშვიდობნენ დამრიგებელს და დაწყებითი საფეხურის დამთავრებასთან დაკავშირებით, საკუთარი ლექსები მიუძღვნეს, როგორც კლასის ხელმძღვანელს ასევე თითოეული საგნის მასწავლებელს. მათ წარმოადგინეს სიტუაციებიც სკოლის ცხოვრებიდან.