9 ივნისს ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა თამარ კუბლაშვილმა  VI  კლასში ჩაატარა  პროექტი, თემაზე:  „ჯანსაღი ცხოვრების წესი.”  მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოძიებული ჰქონდათ ინფორმაცია სლაიდშოუებისა და კედლის გაზეთების სახით,  სადაც  ნათლად  ჩანდა რამდენად აზიანებს ალკოჰოლი, ნარკოტიკები და თამბაქო ადამიანის შინაგან  ორგანოებს,  თუ რაოდენ  საშიშია თითოეული მათგანი  ჯანმრთელობისთვის,  ისწავლეს თუ რა ზომების მიღებაა აუცილებელი, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ბაქტერიული  და ვირუსული დაავადებები.