7 ივნისს მე-9-ა კლასში, ინგლისური ენის პედაგოგმა ვიქტორია მოშენსკაიამ და რუსული ენის პედაგოგმა ზოია გუცაევამ განახორციელეს ინტეგრირებული პროექტი, თემაზე: ,,Shakespeare for all ages; Шекспир на все времена”- „შექსპირი ყველა დროში“.

მოსწავლეებმა უფრო ღრმად შეისწავლეს შექსპირის ბიოგრაფია, მისი მოღვაწეობა. შეეხნენ იმ პრობლემებს და საკითხებს, რომლებიც გვხვდება შექსპირის ნაწარმოებში და იმსჯელეს კითხვებზე:  ,,არის თუ არა შექსპირის ნაწარმოებებში აღწერილი პრობლემები დღევანდელ დღეს აქტუალური?”.

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა წარმოადგინეს დადგმული ფრაგმენტი,  პიესიდან  ,,რომეო და ჯულიეტა”- ,,სცენა აივანზე”,  წაიკითხეს სონეტები რუსულსა და ინგლისურ ენებზე, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სლაიდ-შოუ.