12 ივნისს თეა კობახიძემ, თავის სადამრიგებლო  III კლაში განახორციელა საკლასო ვიქტორინა  ,,რა? სად? როდის?”

კლასი 5 ჯგუფად იყო დაყოფილი. დასმულ შეკითხებს მოსწავლეები პროექტორის გამოყენებით დიდ ეკრანზე ადევნებდნენ  თვალყურს და  მითითებული დროის ლიმიტში ცდილობდნენ სწორი პასუხებით ქულების მოპოვებას.

კითხვები მრავალფეროვანი და საიტერესო იყო, მოიცავდა  მწერლების, კომპოზიტორების, დედაქალაქების ამსახველ ფოტო მასალის ამოცნობას, ლოგიკურ და  სააზროვნო კითხვებს, ძველი ქართული სიტყვების განმარტებას, არეულად დალაგებული ასო-ბგერების მიხედვით სიტყვების შედგენას, ნაწარმოებების ამოცნობას, გამოცანების გამოცნობას, ასოციაციურ ამოცანებს, ფიგურების სწრაფი დამახსოვრებისა და მათ ასევე მოკლე დროში აღწერას.

ვიქტორინის  ბოლო აქტივობა განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესო გამოდგა, რადგან მოსწავლეებს მათი მშობლებიც შეურთდნენ და მათი დამხარებით ჯგუფებმა დამატებითი ქულები მოიპოვეს.

ვიქტორინის  ბოლოს, დამრიგებელმა ყველა მოსწავლეს სიგელი გადასცა.