მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ IXგ  კლასთან ერთად, დაასრულა პროექტ ,,მსოფლიო კინომუსიკაზე“  მუშაობა და 8 ივნისს მოაწყო შემაჯამებელი შეხვედრა.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, ორი მიმართულებით მოიძიეს და დაამუშავეს მასალები: 1. კინოს წარმოშობა, პირველი ხმოვანი კინო. 2. მსოფლოს გამოჩენილი და პოპულარული კინო-კომპოზიტორები.

ბავშვებმა წარმოადგინეს ყველა იმ აქტივობის საპრეზენტაციო მასალა, რომლებსაც ისინი მთელი თვის განმავლობაში ახორციელებდნენ და ამუშავებდნენ. ჯგუფებმა ცალ-ცაკლე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, გამოკითხვების შედეგები, დიაგრამები, რეფერატები, ურთიერთშეფასების ამსახველი მასალები, სლაიდ-შოუები, საკლასო და საშინაო დავალებების შემაჯამებელი, გაანალიზებული და არგუმენტირებული ნამუშევრები, დაფორმატებული ვიდეო და აუდიო მასალები.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, შეჯამდა მთელი თვის ნაშრომი მალასა. გაიმართა დისკუსიები, მასწავლებელი თემის გარშემო სვამდა კითხვებს, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი შეხედულებისამებრ, არგუმენტირებულად პასუხობდნენ, გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს.

პროექტის შემაჯამებელმა გაკვეთილმა ძალზე საინტერესოდ და ულამაზესი კინო-მელოდიების ფონზე ჩაიარა.