30 მაისს ეკა ყურაშვილმა  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით დაასრულა კარლ პოპერის სახელობის დებატების ფინალი, რომელშიც გაიმარჯვა მე-10 დ კლასის მოსწავლეებმა. დებატები 9 მაისს  დაიწყო და მასში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასელები, ორგანიზებას უწევდნენ ამ ღონისძიებას მე-11 ბ კლასის მოსწავლეები: მარიამ მერაბიშვილი, მარიამ თოდუა, ნინო კიკვაძე, თეონა საური, თამარ მგალობლიშვილი. პირველი სადებატო რეზოლუცია ასეთი იყო: ” ჯინსების ბიჭები, გმირები, თუ ტერორისტები”.  კონკურსის შედეგად გამოიკვეთა სამი ფინალისტი: მე-9 გ, მე-10 ბ და მე-10 დ კლასები.

რადგან გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს, 25  მაისს გაიმართა  ე.წ. კაპიტნების ორთაბრძოლა და შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ მე-9 გ და მე-10 დ კლასის მოსწავლეები. საბოლოოდ, 30 მაისს, დასკვნით რაუნდში გაიმარჯვა მე-10 დ კლასის სამეულმა.  დებატები გაიმართა შემდეგი რეზოლუციით: ” უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტო საქართველოში”. დებატების დროს კათედრის თავმჯდომარემ, ეკა ყურაშვილმა და მე-11 ბ კლასის მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო სპიკერები: ლიზი პატარიძე, მარიამ თაღიაშვილი, მარიამ მუსელიანი და გიორგი ხაჩიძე, რომლებსაც გადაეცათ სიგელები. დიპლომებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდის წევრები.