1 ივნისს VI/ბ კლასში ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი, თემაზე: „ფუტკარი“.

მასწავლებელმა ორი საგნის, ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების, ინტეგრაციით წარიმართა საინტერესო გაკვეთილი, მოსწავლეებმა შეადგინეს ფუტკრების კვებითი ჯაჭვი, შეადარეს საინფორმაციო და მხატვრული ტექსტები, საინფორმაციო ტექსტზე დაყრდნობით და მხატვრული ტექსტის დეტალების გათვალისწინებით შეთხზეს მოთხრობა.