კალენდარი
ივნისი 2017
« მაი   სექ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 12/06/2017

ღია გაკვეთილი – “ტრადიციები საქართველოში”

2017 წლის 1 ივნისს  ინგლისური ენის მასწავლებელმა მელანო ბოჭორიშვილმა მე-7 გ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე: “ტრადიციები საქართველოში”. გაკვეთილი წარიმართა ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებით.  მოსწავლეებმა შეძლეს ახალი ტექსტისა და ლექსიკური ერთეულების შესწავლა და გამოყენება.

ვიქტორინა “ყველაზე ჭკვიანი”

მათემატიკის, ხელოვნების და ინგლისური ენის მასწავლებლებმა მარინა არუთუნიანმა, ინგა კახაძემ და მელანო ბოჭორიშვილმა მე-4 ბ კლასში ჩაატარეს ვიქტორინა “ყველაზე ჭკვიანი”. მოსწავლეებს, რომლებიც დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად, დავალებების შესასრულებლად დასჭირდათ წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება, ისინი დასმულ შეკითხვებს სწრაფად და… სრულად »

ღია კლასის საათი “ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება”

2017 წლის 7 ივნისს მე-4 ბ კლასის ხელმძღვანელმა მელანო ბოჭორიშვილმა თავის სადამრიგებლო კლასში, ჩაატარა ღია კლასის საათი, თემაზე: “ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება”. მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები, რომელიც შექმნეს ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ გადმოცემული ისტორიული აღწერილობის მიხედვით. საკუთარ ნამუშევრებს გაუკეთეს პრეზენტაცია და წარმოუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

„პატარა ბოსი“ (მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა)

აღზრდა გულისხმობს მოზარდში ისეთი თვისებების  ჩამოყალიბების ერთიან პროცესს, როგორიცაა ზნეობა, შრომისმოყვარეობა, სამშობლოსა და ერის სიყვარული, სინდისი, პატიოსნება და სხვა. ესთეტიკური  აღზრდა  ადამიანის  ჰარმონიული განვითარების ნაწილია. იგი გულისხმობს მოზარდში მშვენიერების, სილამაზის  აღქმის, გაგებისა და განცდის უნარის გამომუშავებას, მხატვრული  გემოვნების  განვითარებას. ესთეტიკური … სრულად »