კალენდარი
ივნისი 2017
« მაი   სექ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 09/06/2017

გზამკვლევების კონკურსი

2017 წლის 8 ივნისს ქართული ენის მასწავლებელმა თინათინ ჩემიამ მე-7 ა კლასში ჩაატარა “გზამკვლევების კონკურსი”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შედგენილი სხვადსხვა ქვეყნის გზამკვლევი. ამ სამუშაოს შესრულებით მათ გაიმდიდრეს ცოდნა და ისწავლეს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის წინ უნდა მოიძიონ შესაბამისი… სრულად »

საქართველოს ამაგდარნი

9 ივნისს მე-10 დ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ყაჭეიშვილმა ჩაატარა საგნობრივი კონფერენცია, თემაზე: “საქართველოს ამაგდარნი”. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფია, ისაუბრეს მათ შემოქმედებაზე და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება მათი ცხოვრება-მოღვაწეობის მიმართ.  

გზა მშვიდობისა

2 ივნისს მე-6 გ კლასის მოსწავლეებმა ხელმძღვანელ მ. ქობულაძესთან ერთად საბავშვო ცენტრ მინიონებში მოაწყეს გამოსამშვიდობებელი საღამო – “გზა მშვიდობისა”. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეაფასეს განვლილი 6 წელი. სლაიდ შოუს საშუალებით წარმოადგინეს სამახსოვრო ეპიზოდები მათი სასკოლო ცხოვრებიდან. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო შეჯიბრებებში მშობლებთან ერთად.

შემაჯამებელი ღონისძიება

2017 წლის 7 ივნისს IIIბ კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ფ. თედიაშვილის დახმარებით მოაწყვეს შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც შეიძინეს სასკოლო და დამატებითი საგნების შესწავლისას. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგნის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.