22 იანვარს ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ქობულაძემ მე-4 კლასებში ჩაატარა პროექტი: „ადამიანი და სამყარო“.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულ გამოცდას ინოვაციურ სფეროში.
მოსწავლეები გაეცვნენ თემებს, რომელიც ყველა დროისათვის მნიშვნელოვანია.
კლასი დაიყო სამ ჯგუფად და გადაინაწილეს თემები: დავიცვათ ბუნება, დავეხმაროთ ერთმანეთს, ჩვენ მშიდობა გვინდა.
თითოეულ ჯგუფს ევალებოდა მოცემულ თემასთან დაკავშირებით კედლის გაზეთის, სლაიდ შოუს, სიმულიაციის მომზადება და შემდეგ მათი პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა დაკისრებულ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.