29.11.2011 მცირე გრანტი სკოლას

ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი "ჰარმონია"), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ "თბილისის მოზარდთა სახლის" ხელშეწყობით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში ჩამოყალიბებულმა სამოქალაქო ინტეგრაციის კლუბმა "ერთობამ" მოიპოვა მცირე გრანტი პროექტის: "კრექტივი სკოლის თვითმმართველობაში" განსახორციელებლად. პროექტის მიზანია სასკოლო ცხოვრებაში ახლადარჩეული მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა აქტიურობის ხარისხის გაზრდა, მათში კრექტიულობის წახალისება და განსახორციელებელი აქტივობებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

21.11. 2011 აივ პრევენციის პროექტი სკოლაში

USAID-ის საქართველოში აივ პრევენციის პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონის" და საქართველოს ჯანმრთელობის ხელსეწყობისა და განათლების ფონდის დახმარებით, სკოლაში სამივე საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგ-პროგრამა. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1. მშობლების ინფორმირება ბავშვის განვითარებასა და აღზრდის თავისებურებების შესახებ; 2. ოჯახისა და ოჯახური ურთიერთობების როლი ჯანსაღი თაობის აღზრდაში; 3. მშობლების ინფორიმირება ნარკოტიკებისა და აივ ინფექციის შესახებ.

17.11. 2011 სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები

PH International-ის (პროექტი "ჰარმონია") ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცმოერების სამინისტროს მხარდაწერით, სკოლაში გრძელდება სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები. პროექტში ჩართული სკოლის მე-91 და მე-92 კლასი. მოსწავლეებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ერთობლივად ატარებენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და პოლიციელი.

30.10.2011 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

ახლადარჩეულმა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა განახორციელეს პირველი სამუშაო შეკრება. შეიმუშავეს მოსწავლეთა თვითთმართველობის სამუშაო გეგმა, მოსწავლეთა გამოკითხვის საფუძველზე ჩამოაყალიბეს სხვადასხვა შემოქმედებითი კლუბები. ისინი აქტიურად გეგმავენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ცხოვრების გააქტიურებასა და მოსწავლეთა წახალისებას.

13.10 - 17.10. 2011 NATO-ს კვირეული სკოლაში

სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგებმა NATO-ს კვირეულის ფარგლებში, სკოლაში დაგეგმეს ლექცია-სემინარები: "ცივი ომის დასაწყისი და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნა"; "როგორ მუშაობს ნატო"; "საქართველოს გზა ნატოსკენ". ლექცია-სემინარბის დროს გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტ მასალები, გაიმართა დისკუსია.
გვერდები 2 3

Fatal error: Call to undefined function wp_pagenavi() in /home/skolage/public_html/wp-content/themes/portal_v1.0/footer.php on line 33